ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პიტერ სტანო: მკაცრად ვგმობთ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს საქართველოში - ხელისუფლებას სათანადო გამოძიებისკენ მოვუწოდებთ

მკაცრად ვგმობთ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და მედიის მუშაკების მიმართ, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ბრიფინგზე, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პროტესტის გამოხატვის უფლების დაცვა.

„ჩვენ ნამდვილად მოველით, რომ საქართველოს მთავრობა და საქართველოს ხელისუფლება ასახავს ამ სურვილს და დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისადმი საკუთარი მოსახლეობის ამ მიჯაჭვულობას. ჩვენ ვნახეთ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ხელისუფლებისა და განსაკუთრებით პოლიციის მხრიდან რეაგირების კუთხით ძალადობა და ჩვენ მკაცრად ვგმობთ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკოსების და ჟურნალისტების და მედიის მუშაკების მიმართ. ეს არის სასტიკი ქმედებები და ეს სასტიკი ქმედებები ჩვენ ვნახეთ გუშინ ღამითაც და მკაცრად ვგმობთ მას...
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ხალხის მიერ პროტესტის გამოხატვის უფლების დაცვა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჩაატაროს სათანადო გამოძიება და მოველით, რომ პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან“, - აღნიშნა პიტერ სტანომ.