ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

დღეს პარლამენტი „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე იმსჯელებს

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მასზე თანდართულ კანონპროექტს განიხილავს.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევისთვის ემზადება. ვეტოს დაძლევას მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გუშინ დაუჭირა.

ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კანონს დადგენილ ვადაში ხელს არ მოაწერს, მას 5 დღის ვადაში, ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.

პრეზიდენტის კანონპროექტით, „აგენტების კანონი“ ძალაში შესვლიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს.