ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

„რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ!“ - ხვალ, 17:00 საათზე, პარლამენტთან აქცია გაიმართება

ხვალ, 28 მაისს, პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს, ამის პარალელურად კი, სამოქალაქო საზოგადოებამ „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად მორიგი აქცია ჩანიშნა.

აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან საღამოს ხუთი საათიდან შეიკრიბებიან. 

„ხვალ, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდება.

ყველა ის დეპუტატი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს მხარს უჭერს, ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ საკუთარ პოზიციასა და ქართველი ხალხის ინტერესს პარლამენტში დაიცავს.

ჩვენ ვიკრიბებით პარლამენტთან, რათა ჩვენი ხმა გარედან გავაგონოთ მათ, ვინც საქართველოს მომავლის დანგრევას ცდილობს. ხმამაღლა ვუთხრათ, რომ ქართველი ხალხი რუსული კანონით არ იცხოვრებს!

კი ევროპას!
არა რუსულ კანონს!", - წერენ ორგანიზატორები.

საქართველოს პარლამენტი განიხილავს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს „აგენტების კანონზე“. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის შენიშვნები არ გაიზიარა. საკითხი პლენარულ სხდომაზე ხვალ, 28 მაისს უნდა გავიდეს.