„აგენტების კანონის“„ გასაპროტესტებლად დღეს, 19:00 საათზე, სტუდენტები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და პარლამენტთან მსვლელობით გადაინაცვლებენ.
„დღეს,საქართველოში არსებული, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის სტუდენტები, ვიკრიბებით 7 საათზე რუსთაველის მეტროსთან,საიდანაც გადავინაცვლებთ პარლამენტთან მსვლელობით, რათა ხელისუფლებას კვლავ დავანახოთ ახალგაზრდების ძალა.
ვიკრიბებით ,რომ:
1.ვუთხრათ- არა რუსულ კანონს!
2.ვუთხრათ- არა რუსულ რეჟიმს!
3.ვუთხრათ- არა ძალადობას!
4.ვუთხრათ - კი ევროპას!
ქართველი სტუდენტები/ახალგაზრდები არ დავუშვებთ საქართველოს გარუსებას,არ გაპატიებთ ჩვენს მეგობრებსა თუ ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობრივი გზებით თავდასხმას!!პასუხი ისევ ერთია - ვერ შეგვაშინებთ“, - აცახდებენ სტუდენტები.