ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

„მარშით ევროპის მოედნისკენ" - 11 მაისს თბილისში ევროპის მარში გაიმართება

11 მაისს, 19:00 საათზე თბილისში ევროპის მარში გაიმართება. ღონისძიება სოციალურ ქსელში დაიგეგმა, რომლის ორგანიზატორებიც არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციები არიან.

მათი ინფორმაციით, მოქალაქეები შეკრებას 3 ლოკაციიდან დაიწყებენ: რესპუბლიკის მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, მეტრო 300 არაგველიდან.

„ევროპის მარში – ევროპის კვირაში.
11 მაისს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით 3 ლოკაციაზე:
‣ რესპუბლიკის მოედანი
‣ მარჯანიშვილის მოედანი
‣ მეტრო 300 არაგველი
სამივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძვრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე აქციებია დაგეგმილი რეგიონებში. 8 მაისს აქციები გორში, ქუთაისსა და ბორჯომში გაიმართება.

9 მაისს ზუგდიდში, ხოლო 10 მაისს „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მოქალაქეები ბათუმში შეიკრიბებიან.