11 მაისს, 16:00-ზე, მშობლები ექსპოჯორჯიასთან შეიკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით ევროპის მარშს შეუერთდებიან. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
,,11 მაისს, 16:00-ზე მშობლები ექსპოჯორჯიასთან ვიკრიბებით (წერეთლის გამზირი, დიდუბის გამოფენა), საიდანაც, ჩვენი ხმა მთელ ქალაქში გაისმება.
შემოუერთდი მსვლელობას! ერთად ვუთხრათ მადლობა, ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსულ ევროკავშირის ელჩებს!
ვივლით ბევრს, ვივლით ერთად და ხმამაღლა ვიტყვით იმას, #რაცშვილებსუნდათ!
#არარუსულკანონს !
#კიევროპას !
19:00 სთ-ზე, მარშით შევუერთდებით უკვე დაანონსებულ საერთო აქციას ევროპის მოედანზე.
#შინევროპისკენ
#არარუსეთს
#არარუსულრეჟიმს“, - ნათქვამია განცხადებაში.
პარალელურად აქციის მონაწილეები სამ ლოკაციაზე შეიკრიბებიან: მარჯანიშვილის მოედანზე, რესპუბლიკის მოედანსა და 300 არაგველის მეტროსთან, საიდანაც მსვლელობით ევროპის მოედანზე წავლენ.