ხვალ თქვენს შვილებს უნდა გასცეთ პასუხი კითხვაზე, რატომ მოექეცით ქვეყანას ასე, რატომ მოექეცით მათ მომავალს ასე - თქვენ უნდა გასცეთ პასუხი მთავარ კითხვას, ამაზეა დამოკიდებული როგორ შეხვალთ ისტორიაში! - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
„იმის მიუხედავად, რომ საჯარო მოხელე ვარ, არასდროს, არც ერთ პერიოდში, ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა, რომ იმ მხარეს ვმდგარიყავი, რომელიც ჩემთვის შინაგანად მიუღებელი იყო. ვინ რომელ მხარეს დგას და ვინ არის სიმართლის მხარეს, ამას ისტორია და საზოგადოება განსჯის. დღეს მეტი სასაუბრო არაფერი არ არის - არჩევანი თქვენ უნდა გააკეთოთ“, - განაცხადა მსხილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ამ წუთებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ.