ალბათ წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო ამ მასშტაბის წინააღმდეგობის მიუხედავად შეძლებდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას,- ასე ეხმიანება ,,ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარლამენტის მიერ „აგენტების შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
მისივე თქმით, ყველა მეგობარმა უნდა იცოდეს, რომ საქართველო მზადაა მხოლოდ ღირსეული და ჭეშმარიტი მეგობრობისთვის.
,,ალბათ წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო ამ მასშტაბის წინააღმდეგობის მიუხედავად შეძლებდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას! მადლობა ამისთვის ჩემს თითოეულ კოლეგას და რაც მთავარია ქართველ ხალხს. რომ არა მათი უპრეცედენტო ერთობა და გონიერება, ეს ვერ მოხდებოდა! ყველა მეგობარმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა მხოლოდ ღირსეული და ჭეშმარიტი მეგობრობისთვის. ასევე უნდა გაითავისოს ყველამ, რამდენად ამაყ ქვეყანასთან და ხალხთან აქვს საქმე, რომლის მოტყუება ან აგენტურით მართვა არავინ აღარასდროს უნდა სცადოს!",- წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.