ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი: სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა ამ კანონპროექტის უკან გაწვევის საბოლოო შესაძლებლობასა და მნიშვნელოვან დიალოგზე

საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა კანონპროექტის უკან გაწვევის საბოლოო შესაძლებლობაზე და უარი თქვა მნიშვნელოვან დიალოგზე, უგულებელყო ვენეციის კომისიის ცალსახა რეკომენდაციები, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებაში აღნიშნული.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ამბობს, რომ ევროპის საბჭო კვლავ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.

„ძალიან ვწუხვარ საქართველოს პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილების გამო, გააუქმოს პრეზიდენტის ვეტო და გააგრძელოს კანონის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მისი ამჟამინდელი ფორმით საბოლოო დამტკიცება, მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკისა მის შეუთავსებლობასთან ევროპულ სტანდარტებთან.

ამ ნაბიჯის გადადგმით, საქართველოს ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, უარი თქვა ამ კანონპროექტის უკან გაწვევის საბოლოო შესაძლებლობაზე და უარი თქვა მნიშვნელოვან დიალოგზე, უგულებელყო ვენეციის კომისიის ცალსახა რეკომენდაციები, რომლის ავტორიტეტული სამართლებრივი მოსაზრებები ასახავს ჩვენს დემოკრატიულ სტანდარტებს.

აქედან გამომდინარე, მე ღრმად ვარ შეშფოთებული კანონის უარყოფითი ზემოქმედებით ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმზე, დემოკრატიულ კონტროლსა და ბალანსზე, რამაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარემოსაც.

ასევე, შემაშფოთებელია, აშკარა დაუსჯელობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გავრცელებული დაშინების, ძალის არაპროპორციული გამოყენებისა და სტიგმატიზაციის ნარატივების გამო. ეს ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული და უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირები პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ ისეთი პრაქტიკის თავიდან ასაცილებლად, რომელსაც ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ევროპის საბჭო კვლავ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს“, – ნათქვამია მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებაში.