ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ზუზანა ჩაპუტოვა: სლოვაკეთი არის საქართველოს და მისი ხალხის მეგობარი, ასევე, მხარს უჭერს მათ მისწრაფებებს ევროკავშირისკენ

სლოვაკეთის პრეზიდენტი, ზუზანა ჩაპუტოვა საქართველოს პარლამენტის მიერ „აგენეტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ სლოვაკეთი არის საქართველოს და მისი ხალხის მეგობარი და მხარს უჭერს მათ მისწრაფებებს ევროკავშირისკენ.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონის ამოქმედება, სწორედ ამ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება.

„სლოვაკეთი არის საქართველოს და მისი ხალხის მეგობარი, ასევე, მხარს უჭერს მათ მისწრაფებებს ევროკავშირისკენ. უცხოური გავლენის შესახებ კანონის ამოქმედება სწორედ ამ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. საქართველოში ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისადმი პატივისცემას იმსახურებს“, - წერს სლოვაკეთის პრეზიდენტი X-ზე.