აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის მიერ „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმიანება და წერს, რომ საქართველოსთვის სევდიანი დღეა.
სენატორი აღნიშნავს, რომ ისინი ქართველი ხალხის გვერდით დგანან.
„საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული სტილის „უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის მიღება საქართველოსთვის სევდიანი დღეა. თუმცა, ხალხმა გამოხატა, რომ ისინი ივანიშვილს მათი დემოკრატიის განადგურებისა და ევროპული მომავლის წართმევის უფლებას არ მისცემენ. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ", - წერს სენატორი კარდინი X-ზე.
"The Georgian government's passage of a Russian-style foreign agent law is a sad day for Georgia," said Chair @SenatorCardin. "But the people have demonstrated that they will not allow Ivanishvili to destroy their democracy & take away their European future. We stand with them." https://t.co/AXHxsSXkkx
— Senate Foreign Relations Committee (@SFRCdems) May 28, 2024