ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გურამ მაჭარაშვილი: ზურაბიშვილს რეფერენდუმის ჩატარება იმ საკითხზე სურს, რომელიც კონსტიტუციითაა განსაზღვრული

„ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, კონსტიტუციაში უკვე წერია, რომ ევროინტეგრაცია ერთ-ერთი მთავარი საკითხია ქვეყნისთვის, ასე რომ, პრეზიდენტის იდეა რეფერენდუმთან დაკავშირებით, არის მორიგი „ხრიკი“. მაჭარაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი არ უმხელს ხალხს, რომ ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც სათავეში ედგა, წაგებულია.

„არ ვარ მომხრე, სერიოზული კომენტარი გავაკეთო ზურაბიშვილის არასერიოზულ განცხადებებზე. იურიდიულად პრეზიდენტი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორი ვერ იქნება. თანაც მისი იდეა ეხება საკითხს, რომელიც გადაწყვეტილია ჩვენი კონსტიტუციით. როგორც ჩანს, მან არ იცის და ვერ ერკვევა კონსტიტუციურ თემებში.

ზურაბიშვილმა გამოაცხადა, დაწერეთ განცხადება, მომიტანეთ და დავითვლი, ჩავატაროთ რეფერენდუმიო. მგონი ალტერნატიულ სათამაშო სახელმწიფოს ქმნის. ასეთი არასერიოზული განცხადებებისგან შედგება მისი ცხოვრება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 მაისის ბრიფინგზე განაცხადა, რომ უნდა მომზადდეს რეფერენდუმი, თუ რომელი სურს საქართველოს, ევროპული თუ რუსული მომავალი.