ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გურამ მაჭარაშვილი სანქციებზე: მგონი, მეტი არაფერი აღარ დარჩათ გარდა იმისა, რომ რაკეტა მოუშვირონ საქართველოს

მგონი, მეტი არაფერი აღარ დარჩათ გარდა იმისა, რომ რაკეტა მოუშვირონ საქართველოს,- ასე ეხმიანება ,,ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის მიერ საქართველოში ,,დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე" სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადებას.

მაჭარაშვილის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოსთვის ომის გამოცხადების გარდა, არაფერი დარჩა, რადგან უკვე ყველაფერი გააკეთეს.

,,თუ საქართველოს მეგობრად მიიჩნევ, ასეთი ენით არ უნდა საუბრობდე, თან იმ კანონპროექტის მიღებისთვის, რომელიც ამერიკაში და საფრანგეთშია და კანონმდებელს ეუბნები, რომ დაასანქცირებ მას და მის ოჯახს კანონის მიღებისთვის. მაშინ, გავაუქმოთ საქართველოს პარლამენტი. რაში გვჭირდება, თუ მაინც ის კანონი უნდა მივიღოთ, რასაც ამერიკა იტყვის და ის კანონი არ უნდა მივიღოთ, რასაც ის არ გვეტყვის?

ოჯახის წევრების დასანქცირებაზე და ბულინგზე საბჭოთა ხელისუფლებამ თქვა უარი 60-იანი წლების შემდეგ და ახლა ამერიკის მხრიდან არის არა მხოლოდ კანონმდებლებზე, არამედ ოჯახის წევრების ბულინგი და დასანქცირება. მაინტერესებს, როგორ აპირებს ეს ხალხი პარტნიორულ ურთიერთობას, ასეთი მუქარების შემდგომ? ერთადერთი, რაკეტის მოშვერა დარჩათ, დანარჩენი ყველა მეთოდი აქვთ გამოყენებული. გვეუბნება, თქვენ სუვერენიტეტი არ გჭირდებათ; გამოუშვეს ხალხი, ვინც გვილანძღა ოჯახი და მართლმადიდებლობა; გვეუბნება - კანონმდებლებს დაგისანქცირებთ; ჩვენ გვჭირდება გამჭვირვალობა, თქვენ - არა; ამაზე მეტი რა უნდა გაგიკეთოს? გეუბნება, ოჯახებიანად დაგასანქცირებ. ამაზე მეტი, ომის გამოცხადების გარდა არაფერი დარჩა”,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

როგორც სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს.