ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პუტინი: ნატოს ევროპულმა წევრმა ქვეყნებმა უნდა იცოდნენ, რომ ცეცხლს ეთამაშებიან

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების განცხადებას, რომ უკრაინას დასავლური შეიარაღებითაც უნდა მიეცეს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმის საშუალება, ცეცხლთან თამაში უწოდა და გააფრთხილა დასავლური ქვეყნები, რომ ამას, შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოჰყვეს.

„ნატოს ევროპულმა წევრმა ქვეყნებმა უნდა იცოდნენ, რომ ცეცხლს ეთამაშებიან, როცა უკრაინას დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიის დაბომბვის ნებას აძლევენ. გაითვალისწინონ, რომ მცირე ტერიტორია აქვთ და ჰყავთ მრავალრიცხოვანი მოსახლეობა. ამგვარმა დამოკიდებულებამ რუსეთის მიმართ, შეიძლება, გლობალური კონფლიქტი გამოიწვიოს.

კონფლიქტის შემთხვევაში როგორ მოიქცევა შეერთებული შტატები იმის გათვალისწინებით, რომ სტრატეგიული შეიარაღების სფეროში თანაბარი შესაძლებლობები გვაქვს? ძნელი სათქმელია,“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.