ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი: კატეგორიულად ვგმობთ ვეტოს დაძლევას კანონზე, რომელიც მიმართული იქნება მედიის წინააღმდეგ

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) „ქართული ოცნების“ მიერ „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ​კატეგორიულად გმობს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია განმარტავს, რუსული სტილის კანონის მიღება მიმართული იქნება მედიასაშუალებებისა და პრესის თავისუფლების ჯგუფების მიმართ.

„მმართველი პარტიის - ქართული ოცნების გადაწყვეტილება, დანერგოს კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური აგენტების" კანონი, მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტის, ათიათასობით მომიტინგისა და საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნის წინააღმდეგობისა, ცხადყოფს, რომ პარტიას სურს უზრუნველყოს თავისი გამარჯვება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, კრიტიკული ხმების კანონით ჩახშობის გზით.

საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაიწვიოს ეს კანონი, რომელიც აბსოლუტურად შეუთავსებელია საქართველოს განაცხადთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე და რომელიც ქვეყანას რუსეთის ავტორიტარულ ორბიტაზე გადაყვანის საფრთხეს უქმნის", - განაცხადა CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა, გულნოზა საიდმა.

პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია.