ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სალომე სამადაშვილი: 26 ოქტომბერს მარტივი არჩევანია - ხაზავ 41-ს და ირჩევ რუსეთს, ან ხმას აძლევ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას და ირჩევ ევროპას

საჭიროა გამსხვილებული პოლიტიკური ცენტრების შექმნა ოპოზიციაში, არა უმეტეს სამისა, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ამით მომავალ არჩევნებს ეხმიანება.

„რეფერენდუმი ტარდება უკვე, 26 ოქტომბერს. მარტივი არჩევანია - ხაზავ 41-ს და ირჩევ რუსეთს, ან ხმას აძლევ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას და ირჩევ ევროპას.

აუცილებელია თუ არა, რომ მხოლოდ ერთ პრორუსულ ძალას და ერთ ოპოზიციურ ძალას შორის იყოს ეს არჩევანი? არა, რადგან ამ ქვეყნის ამომრჩევლის 90%-ს, ვისაც ევროპა უნდა, სხვადასხვა გემოვნება აქვს. ამ 90%-ს უნდა მიეცეს რამდენიმე პოლიტიკურ ძალას შორის არჩევანი. ეს არჩევანი ამავე დროს საკმარისად შეზღუდული უნდა იყოს, რომ ხმები არ დაიკარგოს და რუსებმა არ ჩაიდონ ჯიბეში.

ამიტომ საჭიროა:

1. გამსხვილებული პოლიტიკური ცენტრების შექმნა ოპოზიციაში, არა უმეტეს, 3-სა.

2. საერთო ოპოზიციური შეთანხმება მომავალი მთავრობის სამოქმედო გეგმაზე.

3. გასულ კვირებში დაგროვებული რესურსის, ადამიანურის და პოლიტიკურის - მიმართვა ფართო წინა საარჩევნო აქტივობებზე, კარდაკარ სიარული და ახსნა ყველა მოქალაქისთვის, რატომ უნდა მოვიდეს არჩევნებზე და არ შემოხაზოს 41! დამკვირვებლების ტრენინგის დიდი კამპანია, ემიგრაციის მობილიზაცია და ა.შ.

4. პროტესტის მუხტის შენარჩუნება, ლოკალური, მცირე, საშუალო თუ უფრო დიდი აქციებით.

ესაა, ჩემი აზრით, პრიორიტეტი,“ - წერს სამადაშვილი.