ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კალაძე: ვეტო დაძლეულია - მინდა, მივულოცო ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ბედი

მინდა მივულოცო ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ბედი, მისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მომავალს წყვეტდეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდ და სტაბილურ გარემოში, არჩევნების გზით, - ასე შეაფასა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე პარლამენტის მიერ „აგენტების კანონზე“ ვეტოს დაძლევა.

„დღეს საქართველოს ბედი წყდება არა ხმლით, ან ტანკებით, არამედ ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერით განმტკიცებული გონივრული, ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკით. გამჭვირვალობის კანონმა უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყანა, პირველ რიგში, რუსეთის და ასევე იმ უცხოური ძალების გავლენისგან, რომელთა მიზანიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა და მშვიდობის დარღვევაა“, - განაცხადა კალაძემ.

პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია.