საერთაშორის მედიის ინფორმაციით, ბოსნია და ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკის მთავრობამ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გაიწვია.
კანონპროექტი პრორუსული ბოსნიელი სერბების ლიდერის მილორად დოდიკის მიერ იყო წარდგენილი და მიზნად ისახავდა უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას. კანონპროექტის განხილვას მოჰყვა კრიტიკა ევროკავშირიდან.
კანონპროექტის გაწვევის შესახებ დეპუტატებს ვიცე-პრემიერმა მილოშ ბუკეილოვიჩმა აცნობა. ვიცე-პრემიერს კანონპროექტის გაწვევის მიზეზი არ განუმარტავს.
კანონპროექტი გუშინ, 28 მაისს გაიწვიეს.