ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

იონათამიშვილი: ვარჰეიმ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ საქართველოს პრემიერს ვუთხარი, ფიცოს ბედი გელისო

ვარჰეიმ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ საქართველოს პრემიერს ვუთხარი, პოლარიზაცია გაღრმავდება, ქუჩაში უკონტროლო სიტუაცია იქნება და ფიცოს ბედი გელისო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი წერს.

იონათამიშვილის განცხადებით, ვეტო დაიძლევა და პოლარიზაცია დასრულდება.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი შანტაჟს არ დაექვემდებარება, მით უმეტეს საქართველოს ინტერესების საზიანოდ.

„ვარჰეიმ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ საქართველოს პრემიერს ვუთხარი, პოლარიზაცია გაღრმავდება, ქუჩაში უკონტროლო სიტუაცია იქნება და ფიცოს ბედი გელის, თუ არ გაიწვევთ კანონსო. სხვა არაფერს ვგულისხმობდიო… საზოგადოება მინდა დავამშვიდო, ვეტოს დავძლევთ და პირიქით, პოლარიზაციაც დასრულდება, არც არეულობა იქნება და შანტაჟსაც არ დავექვემდებარებით არასდროს, მით უმეტეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ“, – წერს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც მისი მტკიცებით, ერთ-ერთმა ევროკომისარმა მასთან სატელეფონო საუბარში ახსენა - „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“

ცოტა ხნის წინ კი, უნგრელმა ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს ის ესაუბრა და ამბობს, რომ მისი საუბრის ნაწილი კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.