ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

შალვა პაპუაშვილი: როგორ შეიძლება დემოკრატიული ქვეყნის იზოლაცია მოახდინონ იმის გამო, რომ იღებს დემოკრატიულ კანონებს

როგორ შეიძლება დემოკრატიული ქვეყნის იზოლაცია მოახდინონ იმის გამო, რომ იღებს დემოკრატიულ კანონებს, რომლის მიზანიც უცხო გავლენებისგან დაცვაა, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, ,,აგენტების შესახებ“ კანონის გამო, ელოდება თუ არა ხელისუფლება ქვეყნის იზოლაციას.

პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ თუ სანქციები დაწესდება, ეს დემოკრატიულ ურთიერთობებს გასცდება.

პარლამენტის თავმჯდომარე თვლის, რომ ერთადერთი რეაგირება, რაც ყველაზე კეთილსინდისიერი იქნებოდა, არის ის, რომ როგორც დონორებმა, ისევე მათ მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა შეასრულონ ,,აგენტების შესახებ" კანონის წესები.

„ეს აბსოლუტურად გასცდებოდა დემოკრატიული ურთიერთობის ნებისმიერ საღ აზრს და ღირებულებებს, რასაც ჩვენ დასავლურ ღირებულებებს ვუწოდებთ. თუკი რომელიმე ქვეყანა თუ ორგანიზაცია ხალხს დასჯიდა იმის გამო, რომ ხალხს სურს მისთვის ნათელი, ცხადი და გამჭვირვალე იყოს უცხოეთიდან შემოტანილი ფული რაში იხარჯება. წარმოუდგენელია. ჩვენ შეიძლება ასეთი მოლოდინები გვქონდეს ისეთი რეჟიმებისგან, რომლებიც უცხო ქვეყნებზე დომინირებას ცდილობენ. დემოკრატიული სამყაროს მხრიდან ხალხის დასჯა იმის გამო, რომ მათ პრეტენზია აქვთ, უცხოური ფული რომ იხარჯება, იცოდნენ ვისგან შემოდის ეს ფული და რაში იხარჯება, რა თქმა უნდა, სცდება ამ ღირებულებების საერთო წარმოდგენას. ერთადერთი რეაგირება, რაც ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი და კეთილსინდისიერი იქნებოდა, არის ის, რომ როგორც დონორებმა, ისევე მათ მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა შეასრულონ ამ კანონის წესები. შეასრულონ ქართველი ხალხის ნება, რომლისთვისაც მათი განცხადებით ისინი ფულს ხარჯავენ და გააკეთონ ერთი უმარტივესი რამ - წელიწადში ერთხელ ქართველ ხალხ უთხრან, ვისგან იღებენ დაფინანსებას და რაში ხარჯავენ ამ ფულს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.