ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ნიკა მელია: მთავარი პროცესი ახლა იწყება და დაგვირგვინდება ივანიშვილის დასრულებით

გუშინ რუსებმა მხოლოდ ვეტო დაძლიეს და არა - საზოგადოების ძლიერი საპროტესტო ტალღა. ჯერ არც ბრძოლა დასრულებულა, არც ივანიშვილი, შესაბამისად არც დავმარცხებულვართ და არც საბოლოოდ გაგვიმარჯვია. შუა ბრძოლაში ვართ და შესაბამისად არც მოდუნების დროა, - ამის შესახებ პარტია ,,ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ,,აგენტების შესახებ" კანონზე ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

ნიკა მელიას თქმით, მთავარი პროცესი ახლა იწყება და დაგვირგვინდება ივანიშვილის დასრულებით.

,,აქამდე ივანიშვილს კომფორტის ზონაში რამდენიმე ფაქტორი ამყოფებდა:

- ხალხი ქუჩაში არ გამოდის.

- ახალგაზრდობას პოლიტიკური პროცესები არ აღელვებს.

- დასავლეთი ჰაეროვანი აღშფოთებით შემოიფარგლება.

ივანიშვილი აქტიურად იყენებდა ამ სამ ფაქტორს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ეწეოდა ამ ყველაფრის სტიგმატიზაციასაც.

ამ ყველაფრის ძვალ-რბილში გაჯდომით, ივანიშვილი ხალხს თავზე გვაცვამდა უიმედობის ყულფს და საარჩევნოდ ფეხქვეშაც გამოგვკრავდა ხოლმე.

მაგრამ რუსების დავალების შესრულებისას ისეთ აზარტში შევიდა რომ თვითონ გამოიცალა მიწა ფეხქვეშ.

პროტესტმა მოიპოვა უნიკალური მხარდაჭერა დასავლელისგან.

სიტყვა საქმემ შეცვალა, სიტყვიერი აღშფოთება - მოქმედებამ.

ივანიშვილს დღის წესრიგი ხელიდან გაექცა - საზოგადოებას ვეღარ ალაპარაკებს ცრუ, თითიდან გამოწოვილ პრობლემებზე, სქესის შეცვლასა და მსგავს ცრუ დილემებზე, ყველამ დავინახეთ სად არის რეალური პრობლემა..

გუშინ რუსებმა მხოლოდ ვეტო დაძლიეს და არა - საზოგადოების ძლიერი საპროტესტო ტალღა.

ჯერ არც ბრძოლა დასრულებულა, არც ივანიშვილი, შესაბამისად არც დავმარცხებულვართ და არც საბოლოოდ გაგვიმარჯვია. შუა ბრძოლაში ვართ და შესაბამისად არც მოდუნების დროა.

მთავარი პროცესი ახლა იწყება და დაგვირგვინდება ივანიშვილის დასრულებით - მის რეჟიმს არჩევნებზე უკვე ხალხი დაასანქცირებს...",- წერს ნიკა მელია.