ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გიორგი მსხილაძე: ,,ოფშორების კანონი" ცალსახად დისკრიმინაციულია - კომპანიებს არათანაბარ პირობებში აყენებს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, ,,ოფშორების კანონი" რომელზეც დღეს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს, დისკრიმინაციულია.

მისი თქმით, კანონი კომპანიებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. ამასთან, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ჟურნალისტებთან საუბარში დასძენს, რომ კანონი გამჭვირვალე არ არის.

,,თქვენ იცით, რომ ოფშორებთან ურთიერთობა ყოველთვის ფრთხილი იყო ვინაიდან, ოფშორებში არსებული კომპანიების მფლობელების და მათი ფულის წარმომავლობა გაურკვეველი იყო. როდესაც ჩვენ ვითხოვთ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობას, ამ შემთხვევაში სად არის ოფშორიდან გადმოტანილ კომპანიებზე გამჭვირვალობა, ეს ერთი.

მეორე, დისკრიმინაციულად რატომ არის (თუნდაც ერთჯერადი შემთხვევა იყოს) ოფშორებიდან კომპანიების გადმოტანა. ამ შემთხვევაში თქვენ იცით, რომ გადასახადებისგან თავისუფლდება ოფშორული ქვეყნებიდან შემოსული კომპანიები მაშინ როდესაც, ევროპული, ამერიკული კომპანიები არ თავისუფლებიდან აღნიშნული გადასახადებისგან. ასევე, ქართული კომპანიები, რომლებიც შეიძლება უცხოეთიდან გადმოიტანონ თანხა საქართველოში - აი აქ არის დისკრიმინაციული საუბარი. 

რაც შეეხება დასაბუთებას, პოტენციურად რა დადებითი შედეგი შეიძლება ჰქონოდა ამ კანონის მიღებას - ეს არ იყო დასაბუთებული. კითხვები არსებობს ჩვენი მხრიდან, რატომ არ ჩატარდა კვლევები, რატომ არ იყო აღნიშნული გავლილი სათანადო ექსპერტებთან, რატომ მოხდა ეს ყველაფერი დაჩქარებული წესით. ეს ბადებს ეჭვებს და იწვევს ამ კანონის გარშემო ბუნდოვანებას. ოფშორულ კომპანიებში დარეგისტრირებულია კომპანიები რომელთა ფულის, მფლობელების წარმომავლობა უცნობია.

კანონი ცალსახად დისკრიმინაციულია. კომპანიებს არათანაბარ პირობებში აყენებს. არის გაუმჭვირვალე",- აღნიშნა მსხილაძემ.

მისივე თქმით, რეფერენდუმთან დაკავშირებით პრეზიდენტის მხრიდან დაწვრილებითი კომენტარიც გაკეთდება.

,,რაც შეეხება რეფერენდუმს, ამასთან დაკავშირებით დაწვრილებით კიდევ გაკეთდება კომენტარები პრეზიდენტის და ადმინისტრაციის მხრიდან",- აღნიშნა მსხილაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას რეფერენდუმს სთავაზობს. მისი განმარტებით, რეფერენდუმი იქნება იმის თაობაზე, თუ რა უნდა საქართველოს მოსახლეობას – ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა.