ვენესუელამ ივლისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ევროკავშირის საარჩევნო დამკვირვებლებს მოწვევა გაუუქმა. ამის შესახებ DW წერს.
ქვეყნის საარჩევნო კომისიის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 28 მაისს, ევროკავშირმა ვენესუელას სანქციები დაუწესა.
„ისინი არ არიან ღირსნი, ამ ქვეყანაში ჩამოვიდნენ... სანამ სანქციები აქვთ დაწესებული". - განაცხადა ვენესუელის ეროვნული საარჩევნო საბჭოს (CNE) თავმჯდომარე, ელვის ამოროსომ.
ევროკავშირს ვენესუელაზე სანქციები 2017 წლიდან აქვს დაწესებული, რაც ქვეყნის მაღალჩინოსნებზე სავიზო შეზღუდვებს, აქტივების გაყინვასა და შეიარაღების შესყიდვაზე ემბარგოსაც მოიცავს.