ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში, მოსკოვს დავბომბავდი, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, და პეკინს - თუ ჩინეთი ტაივანში შეიჭრებოდა. როგორც Washington Post-ი წერს, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა, მისი საარჩევნო კამპანიის დონორებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბოლო თვეების განმავლობაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი იშვიათად ახსენებს უკრაინას.
გასულ წელს ტრამპმა განაცხადა, რომ ომს ერთ დღეზე ნაკლებ დროში „მოაგვარებდა“.