უკრაინის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Unian-ის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში იყო გამოცხადებული.
ქვეყნის ტერიტორია რუსეთის ფედერაციის სამხედრო-კოსმოსური ძალების Tu-95MS ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან გაშვებული Х-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დაიბომბა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ფრთოსანი რაკეტები დააფიქსირა სუმის, პოლტავის, კიევის, ვინიცკის, ხმელნიცკის ოლქებში.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან შეტევაში ერთდროულად ოთხი ცალი სტრატეგიული ბომბდამშენი მონაწილეობდა.