ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გენერალი სირსკი: ხარკოვის ოლქში მძიმე ბრძოლები გრძელდება

უკრაინული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Unian უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-პოლკოვნიკ ოლეჰსანდრ სირკის ესაუბრა აღმოსავლეთ ფრონტზე შექმნილ ვითარებაზე.

უმაღლესი მთავარსარდლის თქმით, მოწინააღმდეგემ ლიპცოვოს მიმართულებაზე მძიმე დანაკარგები განიცადა. ის იძულებული გახდა, თავდაცვის აქტიურ რეჟიმში გადასულიყო. ინტენსიური ბრძოლები გრძელდება ივანოვსკის რაიონსა და ჩასოვი იარის მისადგომებთან.

„რუსი ოკუპანტები პირველი, მეტ-ნაკლებად წარმატებული შეტევების შემდეგ სერიოზულად შეფერხდნენ, რადგან ვოლჩანსკის მიმართულებაზე ქუჩის ბრძოლებში აღმოჩნდნენ ჩართულები. რუსების მოიერიშე ქვედანაყოფებმა სერიოზული დანაკარგები იწვნიეს და შეტევების გასაგრძელებლად რეზერვების გადასროლა სჭირდებათ. კუპიანსკის მიმართულებაზე ბრძოლები გრძელდება ტყეებსა და ქალაქიდან ჩრდილო ნაწილში. რთული სიტუაციაა შექმნილი კისლოვსკის რაიონში, სადაც მტერი ინტენსიურად ცდილობს ჩვენი დაცვითი ხაზების გარღვევას და მდინარე ოსკოლის ნაპირებთან გასვლას“, - აცხადებს გენერალი სირსკი.

Unian წერს, რომ რუსებმა პრიორიტეტულ მიმართულებაზე ჩასოვი იართან ინტენსიურად ჩართეს მათ შეიარაღებაში არსებული თანამედროვე ჯავშანმანქანები - Т-90М-ები, БМП-3-ები და БМД-4-ები. უკრაინული ქვედანაყოფები მძიმე ტექნიკის წინააღმდეგ ეგრეთ წოდებულ FPV დრონებსა და დასავლური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს იყენებენ.