ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

უკრაინამ აღმოსავლეთ ფრონტზე ამერიკული საარტილერიო ჭურვები მიიღო

Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინელმა არტილერისტებმა, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთით, ხარკოვის რეგიონში აწარმოებენ თავდაცვით ბრძოლებს, ამერიკული წარმოების 155-კალიბრიანი საარტილერიო ჭურვების მარაგი მიიღეს თვითმავალი და ბუქსირებად საარტილერიო დანადგარებისთვის, რაც მათთვის დიდი შვებაა.

უკრაინის თავდაცვის ძალებს უკვე შეუძლია ინტენსიური ცეცხლის წარმოება და ფრონტის სტაბილიზაცია. უკანასკნელი თვეების განმავლობაში საოკუპაციო ძალების მხარეს იყო როგორც ტექნიკური, ისე უპირატესობა რაოდენობაში. უკრაინულ არმიას დრო და დრო პოზიციების დათმობა უწევდა.

ხარკოვის ჩრდილოეთით მყოფი სამხედროების თქმით, ჩრდილო-აღმოსავლეთის ფრონტზე ბრძოლების ინტენსივობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ეს ბახმუტში იყო.

„ბრძოლები 24 საათის განმავლობაში არ წყდება. რუსების ქვეითი ქვედანაყოფები მოდიან და მოდიან. ჩვენ მათ ვიგერიებთ ან უბრალოდ ვცდილობთ, მოვიგერიოთ,“ -ამბობს 92-ე მოიერიშე ბრიგადის საარტილერიო ჯგუფის სამხედრო, მეტსახელად პავლო.