ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ზელენსკი მოკავშირეებისგან ომში მეტ ჩართულობას ითხოვს

დასავლელი მოკავშირეები მეტისმეტად დიდ დროს ანდომებენ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებას, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-თან.

ზელენსკის თქმით, ის ელის, რომ თუკი პარტნიორები უფრო მეტად ჩაერთვებიან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში, ეს დაეხმარება მის ქვეყანას ომის ახალ ფაზაში გადასავლელად და ხელს შეუწყობს უკრაინას, უფრო მეტი რუსული რაკეტა გაანეიტრალოს უკრაინის ცაში. ასევე, გამოიყენოს დასავლური შეიარაღება უშუალოდ რუსეთის ტერიტორიებზე დარტყმებისთვის.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის არმიამ მნიშვნელოვნად გააძლიერა შეტევები უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთი მიმართულებით, ხარკოვის ჩრდილოეთით და გააფთრებულ ბრძოლებს აწარმოებს კურახოვეს, პოკროვსკის და ჩასივ იარის ოკუპაციის მიზნით.