ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება - ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ხარკოვის ოლქში იმყოფება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მეთაურებთან ერთად, ოლქში არსებული სიტუაცია განიხილა.

ქვეყნის პირველი პირი ამბობს, რომ რუსული არმიის იერიში მასშტაბურია და მის შესაკავებლად დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო. მისი თქმით, შეტევა საკმაოდ ძვირი უჯდება საოკუპაციო ძალასაც, რომელიც ყოველდღიურად ასობით ჯარისკაცს კარგავს.

მძიმე ბრძოლები ხარკოვის ოლქის - ვოლჩანსკის მიმართულებით ამ წუთებშიც გრძელდება. უკრაინის შეიარაღებული ძალებში აცხადებენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დღევანდელ დღემდე ინტენსიური ცეცხლის მიუხედავად მიმდინარეობდა, თუმცა რუსულმა არმიამ ტყვედ ათობით მშვიდობიანი მოქალაქე მაინც აიყვანა. აგრესორი ქალაქის მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს.

რუსეთის მასშტაბური შეტევა ხარკოვის ოლქში 10 მაისს დაიწყო. 6 დღის მანძილზე საოკუპაციო ძალამ უკრაინის ათობით საზღვრისპირა სოფელზე დაამყარა კონტროლი. უკრაინელ სამხედროებს 4 კილომეტრით უკან დახევა მოუწიათ, მაგრამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.