უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში უკრაინულმა ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის 112 შეტევა მოიგერიეს.
თავის მხრივ, უკრაინულმა არტილერიამ, სარაკეტო ჯარებმა და ავიაციამ რუსების ცოცხალი ძალებისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებში, ასევე იარაღის საწყობებსა და მართვის პუნქტებზე ოცჯერ მიიტანეს იერიში.
უკრაინული ქვედანაყოფები აქტიურად განაგრძობენ მაღალი ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებებს მოწინააღმდეგის შემდგომი წინსვლის აღსაკვეთად დონეცკის, ლუგანსკისა და ხარკოვის ოლქებში.
„პარალელურად მიდის პოზიციების გამაგრება უკრაინა-რუსეთის საზღვრის სხვა მონაკვეთებზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ყველაზე ცხელ მონაკვეთებში უკრაინული ძალები ინარჩუნებენ პოზიციებს და დრო და დრო კონტრშეტევებსაც ახორციელებენ,“ - ვკითხულობთ გენშტაბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.