როგორც სააგენტო Unian წერს, ლიმანი-ბახმუტის მიმართულებაზე რთული სიტუაციაა შექმნილი. უკრაინელთა წინააღმდეგ დრო და დრო აქტიურობს რუსული ავიაცია, რომელიც მაღალი სიზუსტის ავიაბომბებს იყენებს პოზიციებზე დარტყმებისთვის.
სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთის არმია ამ მიმართულებაზე უფრო მეტი აქტიურობისთვის ემზადება, ამისთვის კი ცოცხალი ძალისა და ჯავშანტექნიკის რეზერვებს ავსებს.
„რუსების ძირითადი აქცენტი გადატანილია ჩასოვი იარზე. მათი მიზანია ხერხემალში გადატეხოს ჩვენი თავდაცვა და კრამატორსკი-სლავიანსკის აგლომერაციისკენ გაიჭრას. მინდა ვთქვა, რომ ამ მიმართულებაზე რკინის ბიჭები დგანან, რომელთა გატეხა შეუძლებელია, არ ვიცი, რა არის საჭირო ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ რუსებს ამდენის უნარი ნამდვილად არ აქვთ,“ - განაცხადა ბრიგადა „რუბეჟის“ შტაბის ოფიცერმა, მაიორმა დმიტრი კოჟუბენკომ.
ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, რუსმა ოკუპანტებმა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში წინ წაიწიეს როგორც ჩასოვი იარის, ისე კლეშჩევკისა და კრასნოჰოროვკის მიმართულებაზე. ადგილზე მოქმედი უკრაინული სამხედროების თქმით, რუსეთის არმიას წინსვლა ძალიან მძიმე ფასად უჯდება.