ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ოკუპანტებმა ხარკოვს თხუთმეტჯერ დაარტყეს. არიან დაღუპულები

უკრაინული სააგენტო Unian-ის ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ძალების სამხედრო-კოსმოსურმა ძალებმა უკრაინაში ხარკოვის ოლქზე, სულ ცოტა 15 იერიში მიიტანა. უკანასკნელი ინფორმაციით, დაიღუპა ოთხი ადამიანი, დაშავდა ხუთი, ორ ადამიანს კი სამაშველო სამსახურები ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ.

ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეჰ სინეგუბოვის განცხადებით, რუსულმა გამანადგურებლებმა, გამიზნულად დაარტყეს ხარკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ქალაქის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს.

ხარკოვის გარდა, იერიშები განხორციელდა სოფელ ზოლოჩევოზეც, სადაც ორი ადამიანია დაშავებული. ავიადარტყმების გამო ამდენივე დაშავდა ლიუბოტინოშიც.