ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ხარკოვის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინული ხარკოვის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა ავრცელებს.

მათი განცხადებით, ყველა დაღუპული თუ დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღის განმავლობაში რუსებმა ქალაქის საცხოვრებელ რაიონებზე იერიში სხვადასხვა დროს ორჯერ მიიტანეს.

ხარკოვის ოლქში ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემებით დაიბომბა სოფელი ნოვოოსინოვოეც. დაიღუპა ხუთი და სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობა მიიღო ცხრა ადამიანმა.