კანონის ამოქმედების შემდეგ გავიღვიძებთ საქართველოში, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებს კვლავ, ხელახლა გაუღვივდებათ ის რწმენა, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 33 წლის თავზე ჩვენ კვლავ დავამტკიცებთ ბევრისთვის, რომ ვართ ხალხი, რომელსაც უნდა, რომ საკუთარი ცხოვრება და საკუთარი ქვეყანა თავად მართოს, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ ბევრმა შიგნითაც და გარეთაც ამაში ეჭვი შეიტანა.
„კანონის ამოქმედების შემდეგ გავიღვიძებთ კვლავ საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიგიჟემდეც კი მივიდა ოპოზიცია და „ენჯეო“ სექტორი, ეს ერთი სიმბიოზი, რომ მათ შორის მოქალაქეებიც ცრემლამდე მიიყვანეს, ადამიანები იმდენად დააჯერეს, ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე, რომ ეს რაღაც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო. ასეთ აბსურდამდე მიდის და, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი უმეტესწილად გარედან ცეცხლის შეკიდებით და გარედან ინსპირაციით ხდებოდა.
გავიღვიძებთ საქართველოში, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებს კვლავ, ხელახლა გაუღვივდებათ ის რწმენა, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 33 წლის თავზე ჩვენ კვლავ დავამტკიცებთ ბევრისთვის, რომ ვართ ხალხი, რომელსაც უნდა, რომ საკუთარი ცხოვრება და საკუთარი ქვეყანა თავად მართოს. აღმოჩნდა, რომ ბევრმა შიგნითაც და გარეთაც ეჭვი შეიტანა ამაში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.