DW წერს, რომ მექსიკურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ უახლოვდება უცნობი ადამიანი ქალაქ კოიუკა დე ბენიტესის მერობის ოპოზიციონერ კანდიდატ ალფრედო კაბრერას და რამდენჯერმე ესვრის მას.
მკვლელობა მოხდა ქალაქის მერის არჩევნებამდე სულ რამდენიმე საათით ადრე. ქალაქის პირველ პირს უქმეებზე აირჩევენ.
კაბრერას სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე მოკლეს ასევე მერობის ორი სხვა კანდიდატიც.
„სამართალდამცავებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა გამოავლინონ ამ ლაჩრული საქციელის ჩამდენები და ისინი კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯონ," - განაცხადა შტატის გუბერნატორმა ელვინ სალგადომ.