ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კობახიძე გერმანიის ელჩზე: ამ კაცის განცხადებას დიდ მნიშვნელობას ვერ მიანიჭებ

გერმანიის ელჩი „ლელოსთან“ ერთად რეგიონში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე. ბოლნისში იყო ჩასული „ლელოს“ ლიდერებთან ერთად - ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე, ამ კაცის განცხადებას დიდ მნიშვნელობას ვერ მიანიჭებ, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის ვერ იქნება ღირებული. ეს არის ანტიქართული განცხადება და მე იმედი მაქვს, რომ ეს არის „ლელოს“ მხარდამჭერი ელჩის პირადი პოზიცია“, - განაცხადა პრემიერმა.

გერმანიის ელჩმა მანამდე განაცხადა, რომ „აგენტების კანონი“ არ შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას და შესაბამისად, ამ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნება.