ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლების აქციაზე ყოფნა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის, არამედ ევროკავშირის იმიჯზეც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის იმედოვნებს, რომ „მომავალში ასეთ არასერიოზულ აქტებს აღარ ვიხილავთ“.
„ეს არის არასერიოზული. სამწუხარო ის არის, რომ როდესაც ევროკავშირის კონკრეტული წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები ასეთ ნაბიჯებს დგამენ, ეს უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე ჩვენს ქვეყანაში, არამედ ევროკავშირის იმიჯზეც. იმედი მაქვს, მომავალში ასეთ არასერიოზულ აქტებს აღარ ვიხილავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
15 მაისს ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის გამზირზე, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე მივიდნენ და შეკრებილებს მიმართეს.