ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი: დღეს მე აქ ვარ იმის სათქმელად, რომ თქვენ მარტო არ ხართ

ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდნენ.

როგორც ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირმა პარლამენტთან, „აგენტების კანონის“  საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მისი აქციაზე ყოფნა არის სიმბოლური ჟესტი იმის, რომ ქართველი ხალხის გვერდითაა.

მისივე თქმით, თავისუფლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები არ არის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში შესვლის ფასი, არამედ ძალიან რეალური საფუძველი კეთილდღეობისა და მშვიდობის გასაზრდელად.

„მე ძალიან პატარა ქვეყნიდან ვარ. ძალიან განსხვავებული ისტორიით და გამოცდილებით. კერძოდ, მე ვარ აქ იმის სათქმელად, რომ თავისუფლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები არ არის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში შესვლის ფასი, არამედ ძალიან რეალური საფუძველი კეთილდღეობისა და მშვიდობის გასაზრდელად. ისლანდიაში ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რადგან ისლანდიის მცირე მოსახლეობა ყოველდღიურად იყენებს იმ ღირებულებების სარგებელს, რომლებსაც ვშიშობთ, ეს კანონმდებლობა საფრთხეს შეუქმნის.

30 წლის წინ ჩვენ ასევე პატარა მოსახლეობა ვიყავით, უფრო მცირე. ჩვენ ვიდექით ბალტიისპირეთის ქვეყნების გვერდით, როდესაც ისინი იბრუნებდნენ დამოუკიდებლობას. ასე რომ, ჩემი აქ ყოფნა არის სიმბოლური ჟესტი იმისა, რომ ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად, რომ თქვენ მარტო არ ხართ და აქ ვიმოგზაურეთ საქართველოსა და ხალხის პატივისცემით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევძლებთ საქართველო ჩავთვალოთ მსოფლიოს იმ ნაწილად, რომელიც მხარს უჭერს თავისუფლებებსა და უფლებებს, რომელსაც თავს ესხმის რუსეთი“, - აღნიშნა მან.