ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვიმედოვნებთ, შევძლებთ საქართველო ჩავთვალოთ მსოფლიოს იმ ნაწილად, რომელიც მხარს უჭერს თავისუფლებებსა და უფლებებს, რომლებსაც თავს ესხმის რუსეთი

საქართველოში ჩამოვედით, ქვეყნის ხელმძღვანელობისა და ხალხის პატივისცემით. ვიმედოვნებთ, შევძლებთ, რომ საქართველო ჩავთვალოთ მსოფლიოს იმ ნაწილად, რომელიც მხარს უჭერს თავისუფლებებსა და უფლებებს, რომლებსაც თავს ესხმის რუსეთი, – ამის შესახებ ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თორდის კოლბრუნმა ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ჩამოვიდა, რომ ქვეყანას სოლიდარობა ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ გამოხატოს.

„მე მოვდივარ პატარა ქვეყნიდან, რომელიც ყოველდღე სარგებლობს იმ ფასეულობების დაცვის უპირატესობით, რომლებსაც გვეშინია, რომ საფრთხე დაემუქრება ამ კანონმდებლობით. მე აქ ვარ იმის სათქმელად, რომ თავისუფლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები არ არის მისიის საფასური ევროატლანტიკურ საზოგადოებაში, არამედ კეთილდღეობისა და მშვიდობის გაუმჯობესების რეალური გასაღები. ჩვენ ეს ვისწავლეთ ჩვენი პირადი გამოცდილებით“, - განაცხადა თორდის კოლბრუნმა.

ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ბაიბა ბრაჟე, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, მარგუს ცაჰკნა და თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი საქართველოში ჩამოვიდნენ.