ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ცისკარიშვილი: პეტერ ფიშერი იყო ერთ-ერთი მთავარი ადვოკატი საქართველოსი იმისთვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას ეხმიანება.

მისი თქმით, გერმანიის ელჩი იყო ერთ-ერთი მთავარი ადვოკატი საქართველოსი იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო, რადგან ის ხედავდა საქართველოს განვითარების დინამიკას, ქართველი ხალხის მისწრაფებას, მაგრამ რუსული კანონი აღმოჩნდა წითელი ხაზი.

„მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი გასულ წელს იყო ერთ-ერთი მთავარი ადვოკატი საქართველოსი იმისთვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, რადგან ის ხედავდა საქართველოს განვითარების დინამიკას, ქართველი ხალხის მისწრაფებას და მისთვის არ ჰქონდა იმდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუ ამ კონკრეტულ მომენტში ვინ არის მთავრობაში, იმიტომ რომ ის ამ სტატუსს აძლევდა და მთლიანად ბრიუსელმა, ევროპულმა ინსტიტუციამ სტატუსი მისცა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ოცნება შეიძლება დღეს იყოს, ხვალ აღარ იქნება. არჩევნები ჩატარდება, ხალხის ნება გამოვლინდება და ისინი გამოიცვლებიან.

მაგრამ რუსულ კანონი აღმოჩნდა წითელი ხაზი, რადგან რუსული კანონის პირობებში ჩვენ წინ ვეღარ წავალთ ევროპის გზაზე და ევროინტეგრაციას ვერ განვავითარებთ, ვერ განვახორციელებთ , მანამ სანამ ეს მთავრობა გვეყოლება. ერთმანეთთან არის პირდაპირ კავშირში, რუსული კანონი იმიტომ გვაქვს, რომ ჩვენ ხელისუფლებაში გვყავს ქართული ოცნება. როგორც კი აღარ იქნება ქართული ოცნება ხელისუფლებაში, აღარ დაგვჭირდება რუსულ კანონებთან ბრძოლა და ის შემოტანილი და მიღებული რუსული კანონიც მყისიერად გაუქმდება. ამის შემდეგ უკვე ექნება საქართველოს შესაძლებლობა, რომ გააგრძელოს სვლა ევროინტეგრაციის გზაზე.“- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა

გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ „აგენტების კანონი“ არ შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას და შესაბამისად, ამ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნება.