ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ იზრუნოს ონკოპაციენტებზე, საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად თითოეული ბავშვი, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს, გაწირა იმისთვის, რომ მათ ვერ ექნებათ სათანადო მკურნალობა, რადგან მათი მკურნალობის დაფინანსება პირდაპირ არის მიბმული ევროპასთან, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
„ეს კანონი ცხადია შეეხება ყველას, განსაკუთრებით ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან ბავშვები, ონკოლოგიური პაციენტები, რომლის მკურნალობის დაფინანსებაც პირდაპირ არის მიბმული ევროპას და თითოეული ეს ბავშვი ფაქტობრივად, რჩება მკურნალობის გარეშე და თითოეული ეს ბავშვი, რომელიც ამ მძიმე სენს ებრძვის, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოსთვის იყოს პრიორიტეტული, სახელმწიფომ გააკეთა პირიქით და საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად თითოეული ეს ბავშვი გაწირა იმისთვის, რომ მათ ვერ ექნებათ სათანადო მკურნალობა“, - განაცხადა ანა წითლიძემ.