ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

,,აგენტების შესახებ" კანონის მიღების გამო, ლიეტუვამ საქართველოს ელჩი დაიბარა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს პარლამენტის მიერ ,,აგენტების შესახებ" პრეზიდენტოს ვეტოს დაძლევის შემდეგ, საქართველოს ელჩი, სალომე შაფაქიძე უწყებაში დაიბარეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მწუხარება გამოხატა საქართველოს მმართველი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯთან და სხვა ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის დაშინებისა და შეზღუდვისკენ.

,,29 მაისს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა საქართველოს ელჩი მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო ე.წ. ,,უცხოური გავლენის" კანონზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველოს მმართველი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯზე და სხვა ქმედებებზე, რომელიც მიმართულია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის დაშინებასა და შეზღუდვისკენ. ეს ქმედებები ძირეულად ეწინააღმდეგება ქვეყნის მიერ კონსტიტუციით გაწერილ მისწრაფებებს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციაზე.

ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი წევრობაზე 2023 წლის დეკემბერში მიანიჭა პირობით, რომ ის შეასრულებდა ევროკომისიის 9 რეკომენდაციას. როდესაც პარლამენტმა დაიწყო ,,უცხოურ გავლენებზე" კანონპროექტის განხილვა, EU-მა ცალსახად გააფრთხილა, რომ რუსული სტილის კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ფუნდამენტურ სტანდარტებსა და ფასეულობებს და აფერხებს აუცილებელი რეფორმების განხორციელებას, ევროკომისიის მიერ წარდგენილი 9 რეკომენდაციიდან მინიმუმ 3-ში.

ბოლო დროს ქვეყანაში წინ იყო წამოწეული სხვა რიგი საკანონმდებლო ინიციატივებიც, რომლებიც შეუსაბამოა ევროკავშირში ინტეგრაციასთან, ვრცელდებოდა ანტიდასავლური პროპაგანდა, მასობრივი პროტესტებს კი მოჰყვა ხელისუფლების მიერ სამოქალაქო საზოგადოების დაშინებისა და მისი წარმომადგენლების მიმართ ძალადობის კამპანია.

ლიეტუვა ღრმად არის შეშფოთებული ამ მოვლენებით და პარტნიორებთან ერთად განიხილავს შესაძლო საპასუხო საქართველოსთვის.

ხაზს ვუსვამთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის აუცილებლობას, რომელიც ასახავს ქართული საზოგადოების ნებას. ლიეტუვა აგრძელებს ქართული საზოგადოების მისწრაფებების თანმიმდევრულად მხარდაჭერას, რათა დააკავშიროს ქვეყნის მომავალი ევროკავშირთან და NATO-სთან", - ნათქვამია განცხადებაში.