ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ლავროვის თქმით, კიევს „ომის პარტია“ მართავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სანამ კიევს „ომის პარტია“ მართავს, მშვიდობის შესახებ დიალოგი ძნელი წარმოსადგენია.

„კიევს „ომის პარტია“ მართავს და ის ცდილობს, როგორც მინიმუმ, სიტყვით დაამარცხოს რუსეთი „ბრძოლის ველზე“. ასეთ პირობებში მშვიდობის შესახებ დიალოგი ძნელი წარმოსადგენია“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან.

მისივე თქმით, 2022 წლის 30 სექტემბრიდან, უკრაინაში რუსეთთან მოლაპარაკებებზე იურიდიული აკრძალვაა დაწესებული.