ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ო’ბრაიენის განცხადებით, ამ ეტაპზე ივანიშვილის მიმართ სანქციები არაა დაწესებული

ამ ეტაპზე ივანიშვილის მიმართ სანქციები არაა დაწესებული, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო’ბრაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ის თბილისში ვიზიტით იმყოფება.

„ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი ასე ცუდად არის ინფორმირებული, ნამდვილად საოცარი და სამწუხაროა. ეს მიზეზი, რომ ადამიანმა უარი განაცხადოს ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე, ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის წინაშე ვალდებულებაზე წინ, რაც კონსტიტუციაშია გაწერილი. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ [„აგენტების"] კანონის შესახებ მსჯელობა და საუბარი მხოლოდ ერთი მიმართულებაა, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან საგულისხმოა და უნდა შევეცადოთ, არ შეიცვალოს ის კონსტრუქციული და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც არსებობს", - თქვა ო'ბრაიენმა.

ჯიმ ო’ბრაიენს „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან შეხვედრის სურვილიც ჰქონდა, თუმცა როგორც კობახიძემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა უარი უთხრა.