ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

თბილისის მერია: უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს, დაიტბორა ქუჩები, წაიქცა ხეები

თბილისის მერია უხვი ნალექის შედეგად დედაქალაქში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, ინტენსიური წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, რამდენიმე მისამართზე წაიქცა ხეები.

„უხვი ნალექი განსაკუთრებით აღინიშნებოდა დიდუბის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და საბურთალოს რაიონებში. რამდენიმე მისამართზე წაიქცა ხე. გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე, გრიგალის შედეგად წაქცეულმა ხემ დააზიანა კომუნიკაციები. აღდგენითი სამუშაოები დაიწყო მყისიერად და თითქმის დასრულებულია.

სოციალურ ქსელებში და რიგ მედიასაშუალებებში გავრცელდა დატბორილი წერეთლის გამზირის ამსახველი ვიდეომასალა, კონტექსტით, თითქოს სანიაღვრე სისტემა გაუმართავია და ვერ ატარებს წყლის ნაკადს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ წერეთლის გამზირზე არსებული სანიაღვრე სისტემა მუშაობს გამართულად. წყლის დიდი ნაკადის თავმოყრის გარდა, წერეთლის გამზირის კონკრეტული მონაკვეთების დატბორვა გამოწვეული იყო სანიაღვრეების ცხაურთან თავმოყრილი დასეტყვილი ფოთლებითა და ტოტებით, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთებით და შლამით.

მას შედეგ, რაც შესაბამისმა სამსახურებმა გაწმინდეს ცხაურები, წყლის ნაკადი სანიაღვრე სისტემამ სრულად გაატარა. უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილ ყველა პრობლემურ ადგილზე ამ წუთებშიც იმყოფებიან მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და მონიტორინგი“,- აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.