New York Times-ის ცნობით, დონალდ ტრამპის საქმის პროკურორმა ელვინ ბრეგმა, ნაფიცი მსაჯულების მიერ ტრამპის დამნაშავედ ცნობის შემდეგ, ჟურნალისტებს არ გაუმხილა, მოითხოვს თუ არა ბრალდება მოსამართლისგან, რომ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.
მისი თქმით, ის და მისი საპროკურორო გუნდი ამ საკითხზე თავის პოზიციას პირველად მოსამართლის წინაშე დააფიქსირებს.
ელვინ ბრეგმა ნაფიც მსაჯულებს მადლობა გადაუხადა ექვსი კვირის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე გაწეული სამუშაოსთვის.
მსაჯულებმა, სადაც ნიუ იორკის 12 მოქალაქე შევიდა, ყოფილი პრეზიდენტი გამოძიების მიერ წარდგენილ 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. მათ შორის მთავარი ბრალდებები იყო დოკუმენტების ფალსიფიკაცია, რათა საბუთებში არ გამოჩენილიყო პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის სექსუალური მომსახურებისთვის წინასაარჩევნო ფონდიდან გადახდილი 130 ათასი დოლარი.