ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, სისხლის სამართლის საქმეზე, დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნო

New York Times-ის ცნობით, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სისხლის სამართლის საქმეზე, ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, მისთვის ბრალად წაყენებული ოცდათოთხმეტივე პუნქტში დამნაშავედ ცნო. ტრამპს ფინანსური დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდნენ.

ნაფიც მსაჯულებს დონალდ ტრამპი წინააღმდეგ გადაწყვეტილების გამოსატანად ორდღიანი ბჭობა დასჭირდათ, რადგან ამისთვის ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყო საჭირო. სასჯელის სახესა და ფორმას მოსამართლე 11 ივლისს გამოაცხადებს.

ამერიკული სახელმწიფოს ისტორიაში, ქვეყნის მოქმედი ან ყოფილი პირველი პირისთვის გამამტყუნებელი განაჩენი აქამდე არასდროს გამოუტანიათ. თავად ტრამპი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.