ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ლევან ხაბეიშვილი პროკურატურამ დაზარებულად ცნო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პროკურატურამ დაზარებულად ცნო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობით, შესაბამისი დადგენილების გამოცემის თაობაზე ხაბეიშვილს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა შეატყობინა.

„23 დღის შემდეგ პროკურატურა იძულებული გახდა პარტიის თავმჯდომარეს დაზარალებულის სტატუსი მისცეს და ამის შესახებ შესაბამისი დადგენილების გამოცემის თაობაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა შეატყობინა.

ერეკლე ბენაშვილი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი პარტიის თავმჯდომარეს 23 დღის შემდეგ დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ პროკურორმა მის მიმართ გამოიტანა დადგენილება დაზარალებულად ცნობის თაობაზე.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, ზვიად ხარაზიშვილი და მისი დაჯგუფება ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.