ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი: ვენეციის კომისიის დასკვნა რეჟიმის გამამტყუნებელი განაჩენია

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი „აგენტების კანონზე“ ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს „რეჟიმის გამამტყუნებელი განაჩენია".

„რამდენადაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი დგას სინდისის უპირობო უარყოფაზე, მოსალოდნელია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაზე თქვას, რომ დაუსაბუთებელია.

სინამდვილეში, ეს დასკვნა არის არა მხოლოდ რეჟიმის წყალწყალა „არგუმენტების" გაცამტვერება, არამედ რეჟიმის გამამტყუნებელი განაჩენია, მისი მხილებაა ღია ღალატში სამართლის უზენაესობისა და კონსტიტუციური დემოკრატიის ყველა იდეალისა.

გთავაზობთ უსწრაფესად ვთარგმნოთ ეს დასკვნა. პარაგრაფ-პარაგრაფ ვურტყათ იმ ჩამორეცხილ ადგილას, სადაც წესით სახე უნდა ჰქონდეთ",- წერს ზედელაშვილი.

ვენეციის კომისიამ „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა და მკაცრად მოუწოდა ოცნებას, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით.

კომისიამ ხაზს გაუსვა იმას, რომ არსებული ფორმის ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს თავისუფალი გაერთიანებებისთვის, ასევე გამოხატვის თავისუფლებისთვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისთვის და სამოქალაქო საქმიანობაში მონაწილეობისთვის.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეს გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.