ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ანა ბუჩუკური: ხელისუფლებამ ახალი ძალებით დაიწყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა

ხელისუფლებამ რუსული კანონის მიღების შემდეგ ახალი ძალებით დაიწყო რუსული კანონის მოწინააღმდეგეებისა და ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ ორგანიზებული, სისტემური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა და ძალადობის მუქარა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დრომდე მისი პარტიის წარმომადგენლების მიმართ მუქარის ზარების ათეულობით ფაქტია დაფიქსირებული.

„გუშინ ძალადობის მუქარები განახლებული ძალებით განხორციელდა ჩვენი გუნდის, პარტია გახარია საქართველოთვის დეპუტატებთან (მათ შორის, პირადად ჩემთან და ჩემს მშობელთან ჩემზე მუქარით) ახალგაზრდებთან და ოჯახის წევრებთან. განსხვავებული აზრის და პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს, ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით“, - აღნიშნა ბუჩუკურმა.

მისივე თქმით, პარტია მიმართს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და პროკურატურას, რათა მათ რეაგირება მოახდინონ.